2017-04-25
ბრძანება №:17

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნათია ფუტკარაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნათია ფუტკარაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 5 დეკემბრის N143 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე–5 ნაწილის 5.2 და 5.3 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გამგეობის 2017 წლის 19 აპრილის (N 38) და დისერტანტ ნათია ფუტკარაძის 2017 წლის 19 აპრილის მომართვის (N5594/27) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად  ნატია ფუტკარაძის დისერტაციის („მეგრული ზმნის სტრუქტურა და კონსტრუქცია (სტატისტიკური და მორფო-სინტაქსური ანალიზი)“) დაცვა გაიმართოს 2017 წლის 16 მაისს, 17 სთ-ზე, თსუ-ის I  კორპუსში, 214– ე აუდიტორიაში.
2.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანის
მოვალეობის შესრულებელი       /თეიმურაზ პაპასქირი/ « უკან დაბრუნება