2016-02-24
ბრძანება №:9
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისტორიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად გელა ცაავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N257 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე–5 ნაწილის 5.2 და 5.3 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გამგეობის 2016 წლის 9 თებერვლის ოქმისა (N21) და დისერტანტ გელა ცაავას 2016 წლის 15 თებერვლის მომართვის (N447) საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
ისტორიის დოქტორის (Ph.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად გელა ცაავას დისერტაციის („რუსული იმპერიული პოლიტიკა აფხაზეთში XIX ს– ის 60– იანი წლები – XX საუკუნის 80– იან წლები“) დაცვა გაიმართოს 2016 წლის 10 მარტს, 17 სთ-ზე, თსუ-ის I კორპუსში, 214– ე აუდიტორიაში.
2.
ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შესრულებელი /ნანი გაფრინდაშვილი/