2017-05-05
ბრძანება №:20
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადებისა და მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადებისა და მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, თსუ– ის რექტორის 2017 წლის 04 მაისის ”,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” N84/01-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. განისაზღვროს 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) სოფიკო ძნელაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე2. 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ფინანსური წახალისების მსურველმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ამ ბრძანების N1 დანართით დამტკიცებული განცხადების შევსებული ვარიანტი წარმოადგინონ პირადად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში (თსუ-ის I კორპუსი, II სართული, ოთახი N208) მიმდინარე წლის 8, 10, 11 მაისი 1000 საათიდან – 1700 საათამდე, 15 მაისს საბუთები მიიღება 10:00 საათიდან 13:00 საათამდე. გასაჩივრება 16 მაისს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე
ბ) მარინა ბაკურაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
გ) ხატია ხატიაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
3. დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებები არ განიხილება.
4. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი / ნანი გაფრინდაშვილი/ « უკან დაბრუნება