2015-08-14
ბრძანება №:38

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მარიამ ბუთხუზის საგამოცდო ნაშრომის ხელახლა შესწორებისთვის, სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის მარიამ ბუთხუზის  2015 წლის 13 აგვისტოს მომართვის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეიქმნას  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისია, რათა ხელახლა შესწორდეს განმცხადებელი სტუდენტის საგამოცდო ნაშრომი საგანში „საქართველოს ისტორია უძველესიდან VIII საუკუნამდე“.
2. სააპელაციო კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1) აპოლონ თაბუაშვილი - კომისიის თავმჯდომარე
2) ლერი თავაძე
3) ემილ ავდალიანი - კომისიის მდივანი
3. სააპელაციო კომისიის მუშაობის  შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში არაუგვიანეს 2015 წლის 18 აგვისტოსა
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი     /თედო დუნდუა/

« უკან დაბრუნება