2018-12-12
ბრძანება №:38
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადებისა და მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის
სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური
წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა მიერ
წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადებისა და მიმღები კომისიის შემადგენლობის
დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3
პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6
პუნქტის, თსუ-ის რექტორის 2018 წლის 12 დეკემბრის „პროგრამის „სახელმწიფო
სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და
დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის
კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით
დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ N307/01-01
ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის
სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტზე წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისია შემდეგი
შემადგენლობით:
ა) სოფიკო ძნელაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) მარინა ბაკურაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
სპეციალისტი
გ) ხატია ხატიაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
სპეციალისტი.
2. 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო
სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ფინანსური წახალისების მსურველმა
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ამ ბრძანების N1
დანართით დამტკიცებული განცხადების შევსებული ვარიანტი წარმოადგინონ
პირადად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა
მომსახურების ცენტრში (თსუ-ის I კორპუსი, II სართული, ოთახი N208)
მიმდინარე წლის 13 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00
საათამდე. გასაჩივრება 19 დეკემბერს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
3. დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებები არ განიხილება.
4. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ
ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის
სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების
უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
თეიმურაზი პაპასქირი
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - მ.შ.
« უკან დაბრუნება