სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩასატარებელი საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების IX კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ -ის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21 -ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე:
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების IX მოსწავლეებისთვის კ ონკურსის, „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულების გამომვლენი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) რამაზ ქურდაძე, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
2) კახა გაბუნია, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი;
3) მარიამ მანჟგალაძე, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მოწვეული ლექტორი;
4) გიული შაბაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი;
5) ბექა ხანგოშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტი.
2. დასკვნითი ტური ჩატარდება 14 აპრილს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რესურს-ცენტრების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები.
3. გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება შედგება 14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
4. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
« უკან დაბრუნება