2017-06-23
ბრძანება №:32

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების თამარ კოპაძის, თამთა შველიძის, სოფიო გამდლიშვილის სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების თამარ კოპაძის, თამთა შველიძის, სოფიო გამდლიშვილის სამაგისტრო  ნაშრომების დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და თამარ კოპაძის , თამთა შველიძის, სოფიო გამდლიშვილის 2017 წლის 20 ივნისის    განცხადებების (N8696/27; N8698/27; N8700/27 ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.    თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს თამარ კოპაძის, თამთა შველიძის, სოფიო გამდლიშვილის  სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2017  წლის 13 ივლისი, 11:00 საათი, თსუ მე-5 კორპუსი, 226– ე აუდიტორია.
2.    სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1)მანანა რუსიეშვილი -  კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი
2)მანანა გელაშვილი -  პროფესორი
3) თინათინ მარგალიტაძე - პროფესორი
4) ნინო დარასელია- ასოცირებული პროფესორი
5) რუსუდან დოლიძე - ასოცირებული პროფესორი
6) ნათია ნემსაძე - ასოცირებული პროფესორი
7) გიორგი ყუფარაძე - ასოცირებული პროფესორი
8) დავით მაზიაშვილი - ასოცირებული პროფესორი
9) ირინა გველესიანი - ასოცირებული პროფესორი
10) სალომე ტყებუჩავა - კომისიის მდივანი, ლაბორანტი
3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი              /ნანი გაფრინდაშვილი/  

« უკან დაბრუნება