2014-05-28
ბრძანება №:24
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადისერტაციო საბჭოსათვის თსუ–ის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის N45/2014 და N44/2014 დადგენილებების მიზნებიდან გამომდინარე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის დადგენილების (N45/2014) „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის N25/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 1–ლი პუნქტის და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის დადგენილების (44/2014)“ აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 17 დეკემბრის N128/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მე– 3 პუნქტის
საფუძველზე,ვბრძანებ:
1. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის N45/2014 და 44/2014 დადგენილებების მიზნებიდან გამომდინარე ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ ძალადაკარგულ სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების თავსებად აკრედიტებულ პროგრამებზე გადაყვანისას სასწავლო და კვლევითი კომპონენტის აღიარებისათვის.
2. სამუშაო ჯგუფს დაევალოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკამიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის N45/2014 და 44/2014 დადგენილებების მიზნებიდან გამომდინარე ძალადაკარგულ სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების თავსებად აკრედიტებულ პროგრამებზე გადაყვანისას სასწავლო და კვლევითი კომპონენტის აღიარებისათვისთვის შესაბამის ინფორმაციის
3. მოძიება, დამუშავება და ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსათვის გადაცემა
4. სამუშაო ჯგუფი დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1) დარეჯან თვალთვაძე (კომისიის თავმჯდომარე)
2) თეიმურაზ პაპასქირი
3) ნანა გაფრინდაშვილი
4) დარეჯან გარდავაძე (კომისიის მდივანი)
5) ანა ჟორჟოლიანი
6) თეა თათეშვილი
7) ფიქრია ვარდოსანიძე
8) ნინო პოპიაშვილი
9) ზვიად მურადაშვილი
10) ლევან ჟორჟოლიანი
11) ქეთევან მირზიკაშვილი
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი /დარეჯან თვალთვაძე/
« უკან დაბრუნება