2014-09-08
ბრძანება №:51

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისიის შექმნის შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის   და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის მარიკა ბულეიშვილის 2014 წლის 8 სექტემბრის მომართვის (N3576) საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    შეიქმნას  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისია, რათა ხელახლა შესწორდეს განმცხადებელი სტუდენტის ნაშრომი საგანში „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია 1“.
2.    სააპელაციო კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1)    ნესტან სულავა
2)    ნანა გონჯილაშვილი
3)    მერი ნიკოლეიშვილი
3.    სააპელაციო კომისიის მუშაობის  შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში არაუგვიანეს 2014 წლის 17 სექტემბრისა.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
5.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                / დარეჯან თვალთვაძე/


« უკან დაბრუნება