2017-12-08
ბრძანება №:55

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 55 - 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისიისა შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში  ბაკალავრიატის  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისიისა შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე–6 პუნქტის, თსუ რექტორის 2017 წლის 06 დეკემბრის „პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ N255/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:  
ა)   თეიმურაზ პაპასქირი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ)  თედო დუნდუა – დეკანის მოადგილე
გ) ლევან სილაგაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
დ) ზვიად მურადაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
ე) თინათინ ჩოლოყაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.
2.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                /ნანი გაფრინდაშვილი/
« უკან დაბრუნება