2018-02-22
ბრძანება №:14

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტ ნინო ბლიაძის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადისა და დაცვის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტ ნინო ბლიაძის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადისა და დაცვის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და სტუდენტ ნინო ბლიაძის 2018 წლის 08 თებერვლის განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტ ნინო ბლიაძის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 26 თებერვალი, 15 : 00 საათი, თსუ VIII კორპუსი, 119 აუდიტორია 
2. დამტკიცდეს საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნესტან სულავა - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავჯდომარე
ბ) მაკა ელბაქიძე - ასოცირებული პროფესორი
გ) ეკა ვარდოშვილი - ასოცირებული პროფესორი
დ) სოფიკო ძნელაძე - ფილოლოგიის დოქტორი კომისიის მდივანი
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 
ფაკულტეტის დეკანი             / ნანი გაფრინდაშვილი/

« უკან დაბრუნება