2012-04-02
ბრძანება №:15

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საფაკულტეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საფაკულტეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012 წლის 21 მარტის N47/01-01 ბრძანების 1-ლი, მე-2 და მე-8 ნაწილების, 2012 წლის 27 მარტის N50/01-01 ბრძანების მე-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ფაკულტეტის საბჭოს 2012 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევა, შეფასება განხორციელდეს სტუდენტთა წინა სემესტრის აკადემიური შედეგების საფუძველზე, რომლებსაც წინა სემესტრში შესრულებული აქვთ მინიმუმ 25 კრედიტი.
2.    უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა განაწილდეს 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო პროგრამების დარეგისტრირებულ სტუდენტებზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012 წლის 21 მარტის N47/01-01 ბრძანების მე-8 პუნქტის „ა“  და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
3.    2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა გაიყოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაზე, გარდა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტებისა. მიღებული რაოდენობა გამრავლდეს მიმდინარე სემესტრში სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობაზე და გადანაწილდეს სამაგისტრო პროგრამების მიხედვით წინა სემესტრის საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებზე.
4.    წინა პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური შედეგების რეიტინგული მონაცემები (საშუალო არითმეტიკული ქულა) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით.
5.    დამტკიცდეს 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეიმურაზ პაპასქირი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ზვიად მურადაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
გ) თინათინ ჩოლოყაშვილი - კანცელარიის უფროსი სპეციალისტი
დ) გვანცა ჩხაიძე - სამართლებრივი სპეციალისტი (იურისტ-კონსულტანტი)

6.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი
ასოცირებული პროფესორი                                    დარეჯან თვალთვაძე


« უკან დაბრუნება