2017-12-26
ბრძანება №:56
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის N111/2013 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ს მე-3 და მე-7 მუხლების, ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 05 ნოემბრის №105/2012 დადგენილებით დამტკიცებული „უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“, ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ N1 დანართის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
შეიქმნას თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ერთი წლის ვადით, კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1.1. თეიმურაზ პაპასქირი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე1.2. დარეჯან გარდავაძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი1.3. ზვიად მურადაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი1.4. თამარ გირკელიძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი1.5. სოფიო პაპიაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი1.6. ლაშა სილაგაძე – ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი1.7. ნინო სურმავა - ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი1.8. დემურ ჯალაღონია–ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი1.9. მერი ნიკოლეიშვილი–ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი1.10. თეა თათეშვილი – ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი1.10. ნინო კვირიკაშვილი–კომისიის მდივანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
2.
კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება დაევალოს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს, დარეჯან გარდავაძეს.
3.
ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი
/ ნანი გაფრინდაშვილი/