2013-12-09
ბრძანება №:49
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისტორიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნათია ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, ნაწილის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N257 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე–5 ნაწილის 5.2 და 5.3 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გამგეობის 2013 წლის 6 დეკემბრის N 37 ოქმისა და დისერტანტ ნათია ფიფიას 2013 წლის 6 დეკემბრის მომართვის( N 5138) საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ისტორიის დოქტორის (PH.D) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნათია ფიფიას დისერტაციის ( „ელინური ექსპერიმენტი დასავლეთ საქართველოში- ბერძნული ახალშენები (გენეზისი ისტორია)“ ) დაცვა გაიმართოს 2013 წლის 27 დეკემბერს, 17 სთ-ზე, თსუ-ის I კორპუსში, 206- ე აუდიტორიაში.2. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თეიმურაზ პაპასქირი
« უკან დაბრუნება