2014-07-16
ბრძანება №:42
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 25 ივნისის N34 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 25 ივნისის N34 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და დამატებები, განისაზღვროს თეორიული და შედარებით ენათმეცნიერების საბაკალოვრო ნაშრომების დაცვის ვადები და დაცვის კომისიის შემადგენლობა:
2. „1.19. თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება– 17 ივლისი, 12 საათი, მერვე კორპუსი, 220–ე აუდიტორია.
3. კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
„2.19. თეორიული და შედარებით ენათმეცნიერება
1) თამაზ გამყრელიძე – კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი.
2) რუსუდან ასათიანი– პროფესორი
3) ეთერ სოსელია– პროფესორი
4) თინათინ ბოლქვაძე– პროფესორი
5) მარინა ივანიშვილი –პროფესორი
6) ივანე ლეჟავა– ფილოლოგიის დოქტორი
7) ქეთევან მირზიკაშვილი– კომისიის მდივანი, დოქტორანტი.“
4. ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი / დარეჯან თვალთვაძე/
« უკან დაბრუნება