2016-01-12
ბრძანება №:2

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 7 ივლისის N47 განკარგულებისა და თსუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 5 ივლისის N44 განკარგულების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 7 ივლისის N47 განკარგულებისა და თსუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 5 ივლისის N44 განკარგულებით შექმნილ კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის შემადგენლობაში შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1)    თეიმურაზ პაპასქირი– კომისიის თავმჯდომარე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
2)    დარეჯან გარდავაძე– ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
3)    ზვიად მურადაშვილი– სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.
4)    ეკატერინე გოგალაძე– სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
5)    ლაშა სილაგაძე– უფროსი სპეციალისტი.
6)    ნინო სურმავა– უფროსი სპეციალისტი.
7)    დემურ ჯალაღანია– უფროსი სპეციალისტი.
8)    მერი ნიკოლაიშვილი– უფროსი სპეციალისტი.
9)    ნინო კვირიკაშვილი– კომისიის მდივანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

2.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
3.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა     
ფაკულტეტის  დეკანის
მოვალეობის შესრულებელი                                                                   /ნანიგაფრინდაშვილი/       

« უკან დაბრუნება