დადგენილება №24/2011
16 მარტი 2011

ცვლილებები შეტანილია
 აკადემიური საბჭოს
02.05.2011, №43/2011 და
 29.06.2011, №58/201 დადგენილებებით

ყოფილი სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტურის პროგრამის თავსებადობის შესახებ
    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
  აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ყოფილი სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ გავლილი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სასწავლო კომპონენტი არა უმეტეს 35–40 კრედიტის ფარგლებში და დარჩენილი მინიმუმ 20–25 კრედიტი შეასრულონ თსუ–ის სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად (საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის 10.03.2011, №5411/02  წერილი).
11. ყოფილი სსიპ – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ თეუსუ–ში ათვისებული კრედიტები და ინდივიდუალურად განესაზღვროთ ასათვისებელი სასწავლო კომპონენტები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოქმედი სადოქტორო პროგრამების კურიკულუმების შესაბამისად (02.05.2011, №43/2011; საფუძველი: თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ  29.04.2011  №10657/02  წერილი).
12.  ყოფილი  სსიპ -  „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) დოქტორანტებს ჩაეთვალოთ თეუსუ–ს სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სასწავლო კომპონენტი, დარჩენილი კრედიტები კი შეასრულონ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი  სადოქტორო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად. (29.06.2011, №58/201; საფუძველი: თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  27.06.2011  №16473/02  წერილი).
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
 3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
 აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
 რექტორი