3. მერაბ კოკოჩაშვილი – ასოცირებული პროფესორი

ფილმები, სცენარი, რეჟისურა, ჯილდოები

2015 წლის მაისი-სექტემბერი.   სცენარი  ფილმისათვის “ივანე  ჯავახიშვილი”.  სცენარის ავტორი , პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი.

2015 წლის ნოემბერი. ფილმი ”ივანე  ჯავახიშვილი”.  ფილმის გადაღება. 

2014 წელს ფილმმა “ღვინის აკვანი” (რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი), საერთაშორისო ფესტივალზე “ოქროს რაინდი”, მიიღო პრიზი ეროვნული თემის საუკეთესო განხორციელებისათვის.

2014 წელს ფილმმა “ღვინის აკვანი” საერთაშორისო ფესტივალზე “ოქროს თვალი” მიიღო სპეციალური პრიზი.

2014 წელს იუნესკოს ეგიდით გადაღებული ფილმი “აქ ცხოვრობს ღვინო”, ნაჩვენები იყო ქვევრის ღვინოსათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებისას ქალაქ ბაქოში.

2013. ფილმი „აქ ცხოვრობს ღვინო“. ფილმი გადაღებულია იუნესკოს დაკვეთით. ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს მიენიჭა   არამატარიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

2013. სცენარის განვითარება ფილმისთვის ,,ტერცო მონდო“. სცენარის განვითარების კონკურსში, რომელიც გამოცხადდა ეროვნული კინოცენტრის მიერ 2013 წელს, გაიმარჯვა სცენარმა “ტერცო მონდო”.

2011-12 .  დოკუმენტური ფილმის ”ღვინის აკვანი” გადაღება.

გამოქვეყნების თარიღი:2016-03-16 12:35:30