საჯარო ლექცია ნარკომანიის წინააღმდეგ

2012-04-19

საჯარო ლექცია ნარკომანიის წინააღმდეგ

20 აპილს12 საათზე, თსუ-ს მე-2 კორპუსის სამოქალაქო სამართლის ბიბლიოთეკაში:

საჯარო ლექციას წაიკითხავს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე;

ისაუბრებს რა, სახელმწიფოს მიერ დაწყებულ ანტინარკოტიკულ კამპანიაზე.

სახელმწიფომდაიწყო ანტინარკოტიკულიკამპანია, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით

სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება. ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიურად

ჩართულია საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, პროკურატურა, თბილისისა და სხვა

რეგიონალური თვითმმართველობები. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში,

გატარებული რეფორმების შედეგად, ნარკოდანაშაულის რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.

მიუხედავად არსებული ვითარებისა, ნარკომანია კვლავ სერიოზულ პრობლემად

რჩება.აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მრავალი პროექტის განხორციელება

იგეგმება, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული, როგორც სახელმწიფო ისე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები.

თსუ-ში გამართულ შეხვედრას ექნება ინფორმაციული ხასიათი და მიმართული იქნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართვისაკენ.

საქართველოს პარლამენტში მუშავდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც

ნარკომომხმარებლების მიერ გადახდილი ჯარიმების სარეაბილიტაციო ცენტრის

მშენებლობისთვის მიმართვას ითვალისწინებს. თბილისის მერიის ინიციატივით მთელი წლის

განმავლობაში ქალაქში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება, რათა მოხდეს

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობაში მისი დანერგვა.

სახელმწიფო ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანია ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაცია,

რათა მათ არ ჩაიდინონ სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაული და მოხდეს

მათი ცხოვრების ნორმალურ რითმში დაბრუნება.

Print

« იხ. ყველა სიახლე