2013-06-19

საჯარო მმართველთა ინსტიტუტის დაფუძნებისადმი მიძღვნილი ფორუმი

2013 წლის, 21 ივნისს 11 საათზე, თსუ-ს I კორპუსი, პ. მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია №115

გაიმართება "საჯარო მმართველთა ინსტიტუტის დაფუძნებისადმი მიძღვნილი ფორუმი".

ფორუმის მონაწილენი არიან, საჯარო მმართველობის სტუდენტები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თსუ, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, GIPA.

ფორუმის მასპინძელი და ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მოწვეულნი არიან, როგორც სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო და უცხოური ორგანიზაციები.

გთხოვთ, გვეწვიოთ.

Print

« იხ. ყველა სიახლე