სამართლებრივი გამოცემების პრეზენტაცია
სამართლებრივი გამოცემების პრეზენტაცია
ხუთშაბათს, 27 დეკემბერს, 16:00 სთ–ზე იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (თსუ,
მეორე კორპუსი, პირველი სართული) გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა
საზოგადოების დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლებრივი
გამოცემების პრეზენტაცია.
* თანამედროვე საკონსტიტუციო სამართალი, წიგნი I, გ. კვერენჩხილაძისა და დ. გეგენავას რედაქტორობით
(დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუსია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი გამოცემა –
სტათიათა კრებული, ავტორები: გ. კვერენჩხილაძე, ლ. გიორგაძე, დ. გეგენავა,
ლ. ცანავა, თ. კოპალეიშვილი, ქ. მესხიშვილი, თ. ასათიანი, თ. პაპაშვილი, გ. დავითური)
* საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში: სამართალწარმოების ძირითადი სისტემური პრობლემები
(დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამოცემა, ავტორი: დ. გეგენავა)
პრეზენტაციაზე დარიგდება წიგნები.
დასწრება თავისუფალია
« იხ. ყველა სიახლე