საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ალმაატაში

2012-02-29

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ალმაატაში

19–21 აპრილს ალმა-ატაში (ყაზახეთი) ტარდება ინტერდისციპლინარული სამეცნიერო

კონფერენცია. კონფერენციის საერთო თემატიკაა: „ცენტრალური აზია: რეგიონალიზაცია vs. გლობალიზაცია.“

კონფერენციის მუშაობა წარიმართება რამდენიმე სექციად. სამართლის

სფეროში შექმნილია

შემდეგი სექციები:

1) Corporate Social Responsibility in Emerging Markets (კორპორაციების სოციალური

პასუხისმგებლობა განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე);

2) Regionalization and Globalization of Commercial and Private Law

(კომერციული და კერძო სამართლის გლობალიზაცია და რეგიონალიზაცია);

3) Regional and Global Developments in Oil and Gas and Mining Taxation

(ნავთობის, გაზისა და სამთო მრეწველობის დაბეგვრის რეგიონალური და გლობალური ტენდენციები).

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა პირმა ორგანიზატორებს შეიძლება შესთავაზოს

მისთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით ახალი სექციის ჩამოყალიბება. ახალი სექცია

შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ ის ჯდება კონფერენციის საერთო თემატიკის კონტექსტში.

კონფერენციის სამუშაო ენებია ინგლისური, რუსული და ყაზახური.

თემები სრული სახით ან თემების ვრცელი რეზიუმეები უნდა გაიგზავნოს მიმდინარე წლის

15 მარტამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: kirc2012@kimep.kz

საუკეთესო მოხსენებები დაიბეჭდება ჟურნალში Central Asian Business Journal

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებ–გვერდზე: www.kimep.kz

Print

« იხ. ყველა სიახლე