ტრენინგი მედიაციაში პროფესორ-მასწავლებლებისათვის
ტრენინგი მედიაციაში პროფესორ-მასწავლებლებისათვის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი”,
ტეხასის სამართლის სკოლასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI)
თანამშრომლობით ატარებს ტრენინგს მედიაციაში, საქართველოს სამართლის
ფაკულტეტების/სკოლების პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
ტრეინინგი მიმართულია, საქართველოში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასწავლო
კურსის დანერგვასა და კურიკულუმის განვითარებისკენ. ტრეინინგის მიზანია საქართველოს
უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტების/სკოლების პროფესორ-მასწავლებლების მომზადება.
ტრეინინგს გაუძღვება სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორი, ”ფრანკ ევანსის
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის” დირექტორი, ქ-ნ კიმ კოვაკი. იგი ჩატარდება
მიმდინარე წლის 18-27 ივნისს, შემდეგი განრიგით:
• 18 ივნისი, ორშაბათი 9.00-18.00 სთ;
• 19 ივნისი, სამშაბათი 9.00-18.00 სთ;
• 20 ივნისი, ოთხშაბათი 9.00-18.00 სთ;
• 21 ივნისი, ხუთშბათი 9.00-18.00 სთ;
• 22 ივნისი, პარასკევი 9.00-18.00 სთ;
• 23 ივნისი, შაბათი 9.00-18.00 სთ;
• 25ივნისი, ორშაბათი 9.00-18.00 სთ;
• 26 ივნისი, საშაბათი 9.00-18.00 სთ;
• 27 ივნისი, ოთხშაბათი 13.00-17.00სთ.
ტრეინინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
დაინტერესების შემთხვევევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ელ-
ფოსტაზე: apply.ncadr@tsu.ge. სათაურის ხაზში (Subject Line) მიუთითეთ:
“ტრენინგი მედიაციაში პროფესორ-მასწავლებლებისათვის”.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 5 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტით: apply.ncadr@tsu.ge
ან ტელეფონით: 577553338
« იხ. ყველა სიახლე