სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდის - MATSNE.GOV.GE - პრეზენტაცია
სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდის - MATSNE.GOV.GE - პრეზენტაცია
2012 წლის 22 მაისს, 16:00 საათზე, თსუ II კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი
(აუდიტორია №135)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის იურიდიული
ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ თავმჯდომარე
გიორგი წიკლაური ვებ-გვერდის www.matsne.gov.ge პრეზენტაციას გამართავს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ არის ოფიციალური
ბეჭდვითი ორგანო, რომელიც ახორციელებს ნორმატიული აქტების რეგისტრაციას,
კოდიფიკაციასა და გამოქვეყნებას - ნორმატიულ აქტს ოფიციალური იურიდიული ძალა
საკანონმდებლო მაცნეში მისი გამოქვეყნების შემდეგ ენიჭება. 2011 წლის იანვრიდან
საკანონმდებლო მაცნე ნორმატიულ აქტებს ელექტრონულად აქვეყნებს მის ვებ-გვერდზე.
პრეზენტაციაზე სტუდენტები გაეცნობიან იმ პროცედურებს, რასაც ნორმატიული აქტი
მიღებიდან გამოქვეყნებამდე გადის; ასევე, წარმოდგენილი იქნება საკანონმდებლო
მაცნესა და სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ ახალი ერთობლივი პროექტი, რომელიც
მაცნეს ვებ-გვერდზე სგადასახადო კოდექსის კომენტარებისა და მისგან გამომდინარე
დოკუმენტების განთავსებას ისახავს მიზნად.
« იხ. ყველა სიახლე