ირაკლი კახიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2012-06-26

ირაკლი კახიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2012 წლის 26 ივნისს 17:00 საათზე გაიმართება ირაკლი კახიძის სადისერტაციო ნაშრომის ,,ადმინისტრაციული ზედამხედველობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე (შედარებითი ანალიზი)" დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (II სართული). სადისერტაციო კომისია: გიორგი კვერენჩხილაძე, ვასილ გონაშვილი, გიორგი კახიანი, გიორგი თევდორაშვილი, კახი ყურაშვილი, ნანა ჭიღლაძე.

Print

« იხ. ყველა სიახლე