კრიმინალისტიკის და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის შეხვედრა ტრეფიკინგის სისხლისსამართლებრივ და კრიმინოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით

2010-06-19

კრიმინალისტიკის და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის შეხვედრა ტრეფიკინგის სისხლისსამართლებრივ და კრიმინოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით

2010 წლის 19 ივნისს, სასტუმრო ბაზალეთში შედგა თსუ იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკის და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის მორიგი შეხვედრა ტრეფიკინგის სისხლისსამართლებრივ და კრიმინოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ამავე პრობლემასთან მიმართებაში ინსტიტუტის წინამორბედი ღონისძიების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა.

შეხვედრის თანაორგანიზატორი იყო ასოციაცია `ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება”. ღონისძიება ამჯერადაც კონსტრუქციულ ხასიათს ატარებდა, რამდენადაც წინა შეხვედრასთან შედარებით სახელმწიფოთა და მათ უწყებათა უფრო ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი.

ექსპერტების სტატუსით მოხსენებით გამოვიდნენ ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მზია ლეკვეიშვილი და ამავე ინსტიტუტის წევრები: ასოცირებული პროფესორი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის პალატის მოსამართლე მაია ივანიძე და სამართლის დოქტორი გოჩა მამულაშვილი.

ყურადღება გამახვილდა ტრეფიკინგით დაზარალებულ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციაზე და მომავალი შეხვედრის თემად სწორედ ეს საკითხი განისაზღვრა.

Print

« იხ. ყველა სიახლე