2013-11-12

დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის იმიტირებული სამაგისტრო გამოცდები


პროექტი გაიმართება  ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე  ყველა მონაწილეს ჩაუტარდება ტესტირება უნარებში, საიდანაც შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას განაგრძობენ  ის მონაწილეები, რომლებიც 50 პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.

მეორე ეტაპზე გასულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ არჩეული დარგის მიხედვით პროფესიული  გამოცდები საჯარო, კერძო, საერთაშორისო  და სისხლის სამართალში.
პირველი ეტაპი გაიმართება 16 ნოემბერს 18:00 საათზე, თსუ-ს მე-2 კორპუსში, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში (ფდა).

მეორე ეტაპი ჩატარდება 24 ნოემბერს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან უნარებისა და პროფესიული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.
თითოეული მიმართულებიდან პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატები, ფულადი პრიზები და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის III, IV კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში იხილეთ მითითებული ბმული
Print

« იხ. ყველა სიახლე