2013-05-22

ქართულენოვანი ეროვნული კონკურსი არბიტრაჟში

ქართულენოვანი ეროვნული კონკურსი არბიტრაჟში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტთა სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას არბიტრაჟის ეროვნულ ქართულენოვან კონკურსში მონაწილეობისათვის.

კონკურსი ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან(EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით.

ეროვნული კონკურსი გაიმართება ა/წ 22-23 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში. კონკურსში მონაწილე გუნდებისათვის კონკურსის წესისა და პირობების გაცნობის მიზნით 21 ივნისს ჩატარდება შეხვედრა კონკურსის ორგანიზატორებთან.

კონკურსში მონაწილეობის ვალდებულება თანაბრად ვრცელდება როგორც სტუდენტებზე, ასევე მათ მწვრთნელზე.

საქართველოს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისათვის დაარეგისტრიროს არა უმეტეს 2 გუნდისა, 4 ბაკალავრიატის სტუდენტისა და ერთი მწვრთნელის შემადგენლობით. სარეგისტრაციო განაცხადიდან უნდა ვლინდებოდეს სამართლის სკოლის ხელმძღვანელის თანხმობა.

გუნდის რეგისტრაცია ხორციელდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: E-mail: apply.ncadr@tsu.ge

გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი , მოაწეროთ ხელი და დასკანერებული ფორმატით გამოგზავნოთ ზემოთ მითითებულ საფოსტო მისამართზე.

ხარვეზის მქონე განაცხადი არ მიიღება!

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა არა უგვიანეს ა/წ 5 ივნისი. ამასთან, რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ამ თარიღის დადგომამდე, თუ 5 ივნისამდე ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის წარმატებით გაივლის რეგისტრაციას 8 გუნდი. რეგისტრაციის მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ ოფიციალურად ცხადდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ვებ-გვერდზე: www.ncadr.tsu.ge

განაცხადის წარმოდგენის შემდეგ რეგისტრირებული გუნდი კარგავს რეგისტრაციის გაუქმების უფლებას, რადგან ეროვნული კონკურსის ორგანიზებისათვის აუცილებელი წინაპირობაა მასში 8 სტუდენტური გუნდის მონაწილეობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 577 28 24 36 .

Print

« იხ. ყველა სიახლე