წიგნის "საქართველოს სააღსრულებო სისტემის მიმოხილვა" პრეზენტაცია

2013-04-22

წიგნის "საქართველოს სააღსრულებო სისტემის მიმოხილვა" პრეზენტაცია

2013 წლის 22 აპრილს, ორშაბათს, 12:00 საათზე თსუ მეორე კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია N135) გაიმართება ევროპის კავშირის პროგრამის "დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის" (Better Enforcement System Through TWINNING - BESTT) და სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ერთობლივად მომზადებული სახელმძღვანელოს "საქართველოს სააღსრულებო სისტემის მიმოხილვა" პრეზენტაცია.

პრეზენტაციას გაუძღვებიან თომას შმიდტი - ტვინინგის მუდმივი მრჩეველი (გერმანია) და იოს უითდეჰააგი - პროექტის ექსპერტი, წიგნის რედაქტორი.

სახელმძღვანელო ვრცელდება უსასყიდლოდ.

Print

« იხ. ყველა სიახლე