2013-09-12

კონფერენცია თემაზე: „საჯარო მმართველობის ტრანსფორმაცია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში: შეფასება და პერსპექტივები“


2013 წლის 16-17 სექტემბერს თსუ  I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის №115  აუდიტორიაში, თსუ-ის „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი“, გამართავს პირველ კონფერენციას თემაზე:

„საჯარო მმართველობის ტრანსფორმაცია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში: შეფასება და პერსპექტივები“

კონფერენცია საერთაშორისო ჭრილში წარიმართება, მოხსენებას გააკეთებენ ქართველი, გერმანელი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუმრები. მომხსენებლები იქნებიან, როგორც მეცნიერ-მუშაკები, ასევე პრაქტიკოსი ექსპერტები. კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც. ასევე უცხოური ორგანიზაციებიდან და საელჩოებიდან მოწვეული სტუმრები.
 
დასაწყისი 09:30 საათზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე