2013-10-23

„მედიაცია და არბიტრაჟი - მსოფლიო განვითარების ტენდენციები“

2013 წლის 28-29 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში (პეტრე მელიქიშვილის სახელობის 115-ე აუდიტორია)

გაიმართება ინგლისურენოვანი საერთაშორისოკონფერენცია:

 

მედიაცია და არბიტრაჟი - მსოფლიო განვითარების ტენდენციები .

 

 

კონფერენცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ( NCADR) ორგანიზებით , ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასასთან , აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით.

 

ინგლისურენოვანი საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან მოწვეული უცხოელი და ქართველი ექსპერტები : სტეისი ბარნსი ( აშშ ) , მაიკლ ცური ( ისრაელი ), კატ რინა კრე ალი ( სლოვენია ), ალეს ზალარი  ( სლოვენია ), იასუჰეი ტანიგუჩი ( იაპონია ), იოშიჰისა ჰეიაკავა ( იაპონია ), ინგა კაჩევსკა (ლატვია), სოფიო ტყემალაძე ( აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტ ი/ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტ ი) , გიორგი ცერცვაძე (თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი ) , ლაშა ნოდია (საქართველოს არბიტრთა ასოციაცია), ანი სუბელიანი (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო).

 

კონფერენციის მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

 

გთხოვთ მობრძანდეთ.

Print

« იხ. ყველა სიახლე