2015-04-03

გაცვლითი პროგრამა უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის


 მოგახსენებთ რომ უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მოქმედებს გაცვლითი პროგრამა.

ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ მოცემულია შემდეგ ბმულზე: www.stipendiumhungaricum.hu . პროგრამის ფარგლებში უნგრეთის მხარე  ქართულ მხარეს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისათვის, უნგრეთში, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად: 10 სასწავლო სტიპენდია სოფლის მეურნეობის სფეროში, 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირებაში. აგრეთვე ხელმისაწვდომია 5 სტიპენდია ინგლისურენოვანი სრული სადოქტორო პროგრამისათვის ნებისმიერ სფეროში.

უნგრეთის მხარე  ამასთანავე, სთავაზობს ქართველ სტუდენტებს არასრულ სასწავლო კურსებს( part-time studies), რაც გულისხმობს სწავლას ერთი აკადემიური წლის მანძილზე საბაკალვრო ან სამაგსიტრო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე.

უნგრულ ენაზე სწავლების შემთხვევაში სტუდენტები გაივლიან ერთწლიან მოსამზადებელ კურსს ბალაშის უნივერსიტეტში (Balassi Institute). სტუდენტებს რომლებიც აირჩევენ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას, მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა იმ დონეზე, რომელიც განსაზღვრულია მიმღები უნივერსიტეტების მიერ.

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა და მოთხოვნილი დოკუმენტების ნუსხა მოცემულია, შემდეგ ბმულზე: http://limesurvey.tpf.hu/index.php/267728/lang-en . უნგრეთის მხარე არ აფინანსებს მგზავრობის ხარჯებს. სწავლა აკადემიურ პროგრამებზე დაიწყება 2015წლის სექტემბერში.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 აპრილი. სააპლიკაციო ფორმებისა და შესაბამისი საბუთების მიწოდება უნდა იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს განათლებისა და მეხნიერების სამინისტროს შემდეგ ელ.მისამართებზე: abaramia@mes.gov.ge  და rjobava@mes.gov.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე