ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა (რომის კერძო სამართლის) და სამართლის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


ინსტიტუტის გეგმები

რომანისტიკის დარგში:

ამ წლის გეგმით გათვალისწინებული არის რომის სამართლის წყაროების გამოსაცემად მომზადება.
I. ა) გაიუსის ინსტიტუციები (ოთხი წიგნი); (ლათინური ენიდან თარგმნა შესაბამისი მეცნიერული აპარატით _ შენიშვნების, საძიებლებისა და ლექსიკონის დართვით);
ბ) იუსტინიანეს დიგესტების (I-IV წიგნი) (ლათინური ენიდან თარგმნა შესაბამისი მეცნიერული აპარატით _ შენიშვნების, საძიებლებისა და ლექსიკონის დართვით).
ამ პროეტში მონაწილეობენ: პროექტის შემსრულებელი ნ. სურგულაძე, სარედაქციო ჯგუფი მ. გარიშვილი, დ. ბოსტოღანაშვილი, ა. წიგნაძე. მ. ხოფერია.
გ) მასალების მომზადება რომის სამართლის იურიდიული ტერმინების ლექსიკონის გამოსაცემად. ამ პროეტში მონაწილეობენ: პროექტის შემსრულებელი ნ. სურგულაძე, სარედაქციო ჯგუფი მ. გარიშვილი, დ. ბოსტოღანაშვილი, ა. წიგნაძე. მ. ხოფერია.

ჩვეულებითი სამართლის დარგში:

II. 1. ქართული ჩვეულებითი სამართლის ინსტიტუტების სისტემური შესწავლა.
ძირითადი საკვლევი თემა – დანაშაული და სასჯელი ქართულ ჩვეულებით სამართალში.
ა) დანაშაულის ინსტიტუტის ზოგადი დახასიათება;
ბ) სასჯელის მიზნები და სახეები;
გ) ცალკეული დანაშაულის სახეები და მათთვის გათვალისწინებული სასჯელები.

2. ქართული ჩვეულებითი სამართლის მასალების შეკრება.

ა)საარქივო მასალების მოძიება და კოპირება
ბ)საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეთნოგრაფიული მასალების ჩასაწერად (შეძლებისდაგვარად ამ პროცესში სტუდენტების ჩართვა).

ამ პროექტში მონაწილეობენ: პროექტის შემსრულებელი გ. დავითაშვილი, პროექტის წევრები: დ. ბოსტოღანაშვილი, ს. ონიანი.

III. საეკლესიო სამართლის სახელმძღვანელოს თარგმნა ქართულ ენაზე.

ამ პროექტში მონაწილეობენ: პროექტის შემსრულებელი დ. ბოსტოღანაშვილი.

IV. ქართული სამართლის ისტორიის მკვლევართა (ივ. სურგულაძე, ი. დოლიძე, გ. ნადარეიშვილი, მ. კეკელია) სამეცნიერო მემკვიდრეობის გამოსაცემად მომზადება.

ამ წლის გეგმით გათვალისწინებლი არის:

ივ. სურგულაძის გამოუქვეყნებელი ნაშრომების – `ქართული სისხლის სამართლის ისტორია~ და `ქართული სამოქალაქო სამართლის ისტორია~ _ რედაქტირება და გამოსაცემად მომზადება.

ამ პროეტში მონაწილეობენ: პროექტის ხელმძღვანელები ნ. სურგულაძე და გ. დავითაშვილი, სარედაქციო ჯგუფი ბ. ზოიძე, დ. ბოსტოღანაშვილი, გ. ფერაძე ა. წიგნაძე, ე. ჩაჩანიძე.

ინსტიტუტის წევრები

სურგულაძე ნუგზარ (ინსტიტუტის ხელმძღვანელი)
დავითაშვილი გიორგი
ზოიძე ბესარიონ
ბოსტოღანაშვილი დავით
გარიშვილი მარინა
ხოფერია მარიამ
წიგნაძე ანა
ონიანი სულხან
ჩაჩანიძე ელზა
ფერაძე გოჩა
მათიაშვილი მედეა
ჩიკვაიძე დავით
საქმიანობის დროებითი წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ინსტიტუტი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული.
ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საქმიანობის დროებითი წესის მიხედვით. საქმიანობის დროებით წესსს იღებს იურიდიული ფაკულტეტის საბჭო დეკანის წარდგინების საფუძველზე.
ინსტიტუტის საქმიანობის დროებითი წესში ცვლილება-დამატების შეტანა შესაძლებელია ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.

მუხლი 2. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიზნები, დანიშნულება და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. ფუნდამენტური სამართლებრივი კვლევებისათვის ხელის შეწყობა, კვლევის შედეგების ინტეგრაცია სასწავლო პროცესში, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მნიშვნელობის წარმოჩენა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
2. ინსტიტუტის მიზნები და ამოცანებია:
• ძველი ქართული სამართლისა და რომანისტიკის სისტემური მეცნიერული კვლევა.
• ძველი ქართული სამართლის ინსტიტუტების გენეზისის შესწავლა წერილობითი წყაროების მიხედვით და ქართული ჩვეულებითი სამართლის მასალების საფუძველზე, მათი უძველესი სახით რეკონსტრუირების გზით.
• ძველი ქართული სამართლისა და რომის სამართლის შესაბამისი ინსტიტუტების შედარებით-სამართლებრივი კვლევა.
• ძველი ქართული სამართლის ადგილის დადგენა სამართლის ზოგადი ისტორიის განვითარების კონტექსტში, ძველი ქართული სამართლისა და მსოფლიო ხალხთა სამართლის ისტორიის ინსტიტუტების შედარების გზით.
• ქართული სამართლებრივი აზროვნების ისტორიის კვლევა.
• სამართლის ისტორიის მიმართულების სასწავლო დისციპლინებში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სახელმძღვანელოების შექმნა.
• ძველი ქართული სამართლის ინსტიტუტების კვლევის შედეგების გამოყენება თანამედროვე ქართულ კანონმდებლობაში.
• ძველი ქართული სამართლის ისტორიის მკვლევართა გამოუქვეყნებელი ნაშრომების გამოცემა.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ინსტიტუტი:
• ახდენს კვალიფიციური კადრების კონცენტრირებას როგორც კვლევების განხორციელების, ისე სამართლის სხვადასხვა სფეროში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას;
• ხელს უწყობს სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესების ორგანულ ერთიანობას (როგორც პედაგოგთა სტიმულირებით სასწავლო პროცესში კვლევის შედეგების აქტიურად წარმოჩენაში, ისე სტუდენტთა ჩართვას დამოუკიდებელი კვლევის პროცესში).
4. ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
• სამართლის ისტორიის ძირითადი წყაროების თარგმნა და მეცნიერული კვლევა;
• სამართლის ისტორიის ძირითადი ინსტიტუტების გენეზისისა და ევოლუციის კვლევა შედარებით-სამართლებრივი და შედარებით-ისტორიული მეთოდების გამოყენებით;
• სამართლის ცალკეული დარგების (საჯარო სამართლის, სისხლის სამართლის, კერძო სამართლის, პროცესუალური სამართლის) სამეცნიერო კვლევა ისტორიულ ასპექტში.
5. ინსტიტუტი უფლებამოსილია პერიოდულად ჩაატაროს საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციები, სემინარები თუ სხვა სახის შეხვედრები, სადაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად ინსტიტუტის თანამშრომლების ჩატარებული კვლევების შედეგებს წარმოაჩენენ.
6. ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან.
7. ინსტიტუტი ჩატარებული კვლევების შედეგებს სისტემატურად აქვეყნებს საჯაროდ.

მუხლი 3. ინსტიტუტის სტრუქტურა

1. ინსტიტუტი შედგება ინსტიტუტის ხელმძღვანელის (დირექტორის), მისი წევრების, მდივნისა და დამხმარე პერსონალისაგან.
2. ინსტიტუტის შემადგენლობაში შედის რომანისტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქართული ჩვეულებითი სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები.
3. ქართული ჩვეულებითი სამართლის შემსწავლელი ცენტრის მიზნები და ამოცანებია:
• ქართული ჩვეულებითი სამართლის სისტემური კვლევა.
• ქართული ჩვეულებითი სამართლის მასალების შეკრება (საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიციების ჩატარების გზით საარქივო მასალების მოძიებით, გამოქვეყნებული ისტორიულ-ეთნოგრაფიული ლიტერატურიდან შესაბამისი მასალების ამოკრებით) და თავმოყრა ცენტრში.
• შეკრებილი მასალის სისტემატიზაცია და ანალიზი.
• ქართული ჩვეულებითი სამართლის ინსტიტუტების შედარება ქართული სამართლის ძეგლებსა და სხვა იურიდიული ხასიათის დოკუმენტებში გადმოცემულ სამართლებრივ ინსტიტუტებთან და შემდგომში ამ ინსტიტუტების ერთიანი გააზრება.
• ქართული ჩვეულებითი სამართლის ინსტიტუტების შედარება ჩრდილო-კავკასიელ მთიელთა ჩვეულებითი სამართლის ინსტიტუტებთან.
4. რომანისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიზნები და ამოცანებია:
• რომის სამართლის წყაროების (იუსტინიანეს ჩორპუს Iურის ჩივილი-ს) თარგმნა და მეცნიერული კვლევა.
• არსებული წყაროების საფუძველზე რომის სამართლის სახელმძღვანელოების მომზადება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.
• ძველ ქართულ სამართლში რომის სამართლის რეცეფციის შესწავლა.
5. ინსტიტუტის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი ინსტიტუტის წევრებთან ერთად.
6. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.

მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი

ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი იქმნება თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სხვა მეცნიერებისაგან, მათი სურვილის შესაბამისად. ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად შესაძლებელია მოწვეულ იქნეს შესაბამის დარგის მეცნიერი, რომელსაც თსუ-ში არ უკავია აკადემიური თანამდებობა.


მუხლი 5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო

1. ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კვლევის ცენტრებისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ის აკადემიური პერსონალი, რომელიც ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს წარმოადგენს, ქმნის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.
2. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს უფლება აქვს ხმათა უმრავლესობით საბჭოს წევრად აირჩიოს სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
4. სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს ინსტიტუტის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს, კერძოდ:
• განიხილავს და განსაზღვავს ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
• განიხილავს და ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა გეგმებს;
• განსაზღრავს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაო გეგმას;
• განიხილავს ინსტიტუტის სტრუქტურის შეცვლის, აგრეთვე, საკვლევ სამუშაოთა ჩასატარებლად განსაზღვრული სახსრების მოძიების და გამოყენების საკითხებს;
• განიხილავს სხვა სამეცნიერო საწესებულებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს;
• ისმენს და განიხილავს კვლევის ცენტრების ხელმძღვანელთა, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის ანგარიშებს;
• განიხილავს ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ეფექტურობის საკითხებს, უცხო ქვეყნების სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთობლივი კვლევების შესრულების მიმდინარეობას, ისმენს და განიხილავს ინსტიტუტის თანამშრომელთა ანგარიშებს უცხოეთში სამეცნიერო მივლინების შესახებ;
• იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო ჟურნალის დაარსების (გაუქმების) შესახებ, შეარჩევს ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებს და პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის ანგარიშს;
• წარადგენს ღირსეულ მეცნიერთა შრომებს პრემიებისა და ჯილდოების მოსაპოვებლად.
• ადგენს კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზანშეწონილობის საკითხებს.
• გადაწყვეტილებას იღებს ინსტიტუტში პირის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
• უფლებამოსილია ყველა იმ საკითხზე, რომელიც ინსტიტუტის სამეცნიერო აქტივობასა და საქმიანობას შეეხება.
5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომებს წარმართავს ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
6. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. საბჭოს საკითხს წყვეტს ღია კენჭისყრით, თუ საგანგებოდ არ დადგინდა ფარული კენჭისყრის აუცილებლობა. საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულოა ინსტიტუტის ხელმძღვანელობისათვის.
7. სამეცნიერო საბჭოს სხდომის მიმდინარეობის თაობაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
8. სამეცნიერო საბჭო თავად განსაზღვრავს მდივნის კანდიდატურას ღია კენჭისყრით დამსწრეთა ხმაების უბრალო უმრავლესობით.

მუხლი 6. ინსტიტუტის ხელმძღვანელი (დირექტორი)

1. ინსტიტუტის ხელმძღვანელი:
• ხელმძღვანელობას უწევს ინსტიტუტის საორგანიზაციო საქმიანობას; ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან ერთად დირექტორი ხელმძღვანელობას უწევს ასევე ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას;
• იურიდული ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს მიერ განსაზღვრულ ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს;
• ორგანიზებას უწევს სამეცნიერო პროექტების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
• ხელს უწყობს ინსტიტუტის სამეცნიერო კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა სახის ორგანიზაციებთან;
• უზრუნველყოფს სამეცნიერო კადრების მომზადებას და მეცნიერ-თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
• ორგანიზებას უწევს სამეცნიერო გამოკვლევათა გამოქვეყნებას;
• ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს ინსტიტუტის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტის დეკანი წარუდგენს თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
•ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს კვლევითი ცენტრის/ცენტრების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;
• წარმოადგენს ინსტიტუტეს სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ დაწესებულებებში;

მუხლი 7. სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი

1. ხელმძღვანელობს ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებულ პროექტს (პროექტებს).
2. ყოველი წლის ბოლოს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მოახსენებს გაწეული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგების შესახებ.

მუხლი 8. მეცნიერ-თანამშრომელი

მონაწილეობას იღებს ინსტიტუტის გეგმით გათვალისწინებული პროექტის (პროექტების) შესრულებაში.


მუხლი 9. თანამდებობის დაკავების წესი

1. ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციით და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ინსტიტუტის ხელმძღვანელად შეიძლება გამწესებულ იქნეს თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი, რომელიც არის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წევრი. დირექტორი ინიშნება 1 წლის ვადით.
2.  ინსტიტუტის ხელმძღვანელის დანიშვნიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში სამეცნიერო კვლევითი ცეტრის (ცენტრების) ხელმძღვანელების კანდიდატურებს თანამდებობებზე ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი.
3. ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ისევე როგორც ინსტიტუტის სხვა პერსონალს შესაძლებელია მიეცეს ანაზღაურება. ანაზღაურების ოდენობა და პირობები განისაზღვრება თსუ-სთან დადებული ხელშეკრულებით.

მუხლი 10. მეცნიერ-თანამშრომლის უფლებები

1. მეცნიერს უფლება აქვს:
• დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, მეთოდები და საშუალებები;
• მონაწილება მიიღოს დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში;
• წარმართოს ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული იქნება ინსტიტუტის მიერ დასახული ამოცანების შესრულებასთან.

მუხლი 11. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა

1. ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.
2. ინსტიტუტის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) შემდეგ მისი ქონება რჩება თსუ-ს.


საკონტაქტო პირები:
ნუგზარ სურგულაძე 22 10 12, 893 354 788, nugzar.surguladze@tsu.ge
გიორგი დავითაშვილი 877 555 886, giorgi.davitashvili@tsu.ge

ინსტიტუტის რეკვიზიტები:
თსუ იურიდიული ფაკულტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ II კორპუსი, III სართული, ოთახი №313