სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი



ინსტიტუტის გეგმები

 

ინსტიტუტის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:


1. სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის სფეროში ფუნდამენტური სამართლებრივი სამეცნიერო კვლევის წარმართვა, მისთვის ხელისშეწყობა, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ჩართვის ხერხებისა და მეთოდების შემუშავება; თსუ იურდიული ფაკულტეტის სამეცნიერო - კვლევითი პოტენციალის წარმოჩენა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

2. სამართლის ამ დარგებში დამხმარე სახელმძღვანელოების, ლექციების კურსების თუ სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემის ორგანიზება;

3. სამართლის ამ დარგებში ეროვნული თუ საერთაშორისო კონფერენციების, მეთოდოლოგიური სემინარებისა და სხვა სახის შეხვედრების ორგანიზება ინსტიტუტის მიერ გაწეული სამეცნიერო კვლევის შედეგების წარმოსაჩენად.

 

 

სისხლის სამართლის კვლევითი ცენტრი

ცენტრის მიზანია პრობლემატური საკითხების კვლევა. კვლევა განხორციელდება შემდეგი მიმართულებით:

ა) პოლიტიკა სისხლის სამართალში; სისხლის სამართლის ფილოსოფია, როგორც სამართლის ფილოსოფიის შემადგენელი ნაწილი; სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრულყოფის პრობლემები;

ბ) ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის პრაქტიკისა და თეორიის ერთიანობის პრობლემა;

გ) სასჯელის ცნება, მიზნები და დანიშვნის ზოგადი საწყისები;

დ) მატერიალური სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის მიმართების პრობლემები

 

 

სისხლის სამართლის პროცესის კვლევითი ცენტრი


ცენტრის მიზანია პრობლემატური საკითხების კვლევა. იგი განხორციელდება შემდეგი მიმართულებით:

ა) სისხლის სამართლის პროცესის პრინციპების პრობლემა;

ბ) 2009 წლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და მისი ღირსება – ნაკლოვანებანი;

გ) საპროცესო შეთანხმების პრობლემები;

დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აქართველოში.

 

ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის პრობლემათა კვლევის ცენტრი 

ცენტრის მიზანია განახორციელოს კვლევა ორგანიზებული დანაშაულის მიმრთულებით: 

ა) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ტენდენციები. მსოფლიო ტეროგენული პრობლემები და საქართველო (ლოკალურ და გლობალურ ასპექტში); 

ბ) ე. წ. ქურდული კრიმინალური ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი პრობლემები; 

გ) კრიმინალური შემოსავლების რეცხვის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმები; 

დ) ორგანიზებული დანაშაულის სხვა გამოვლინებები. 

 

 

წევრები :

1. გურამ ნაჭყებია - ემერიტუს-პროფესორი (ინსტიტუტის დირექტორი)

2. ნონა თოდუა - თსუ პროფესორი (სისხლის სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი)

3. მერაბ ტურავა - თსუ პროფსორი, საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს მოსამართლე

4. ლალი ფაფიაშვილი- თსუ პროფესორი, საქართველოს   საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (სისხლის სამართლის პროცესის ცენტრის ხელმძღვანელი)

5. მაია ივანიძე - თსუ პროფესორი

6. ირინე აქუბარდია - თსუ ასოცირებული პროფესორი

7. ირაკლი დვალიძე - თსუ ასოცირებული პროფესორი

8. გიორგი გორაშვილი - თსუ ასისტენტ-პროფესორი (ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის პრობლემათა კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი)

9. ლევან ხარანაული - თსუ ასისტენტ-პროფესორი

10. ლავრენტი მაღლაკელიძე - თსუ ასისტენტ-პროფესორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

11. თემურ ცქიტიშვილი - თსუ ასისტენტ-პროფესორი

12. ბესიკ მეურმიშვილი - თსუ ასისტენტ-პროფესორი

13. ანრი ოხანაშვილი - თსუ ასისტენტი

14. ირინე ბოხაშვილი - თსუ მოწვეული პროფესორი


ინსტიტუტის რეკვიზიტები :

თსუ იურიდიული ფაკულტეტი,  ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ II კორპუსი, II სართული, ოთახი 132