დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

2010 წლის თებერვალში დაფუძნდა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე. ინსტიტუტის შექმნა განაპირობა დავის გადაწუვეტის ალტერნატიული საშუალებების როლისა და გმოყენების ინტენსივობის მკვეთრმა ზრდამ რამაც არბიტრაჟისა და მედიაციის მეცნიერული კვლევას აქტუალობის ახალი ხარისხი შესძინა.


ინსტიტუტის წევრები:
გიორგი ცერცვაძე (დირექტორი) (სამართლის დოქტორი ასისიტენტ პროფესორი)
ზვიად სხვიტარიძე (თსუ დოქტორანტი) 
სოფიო ტყემალაძე 
გიორგი სვანაძე (კილის უნივერსიტეტის დოქტორანტი(გერმანია) 
ლევან ჯანაშია (თსუ დოქტორანტი, ასისტენტ-პროფესორი)


ამჟამად ინსტიტუტის მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით:
იგეგმება დავის გადაწყვეტის ალტერანტიული საშუალებების საქართველოში დანერგვისა და გამოყენების შესახებ ერთობლივი პროექტის განხორციელება პეპერდინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან ერთად (მალიბუ, კალიფორნია აშშ) ამჟამად მიმდინარეობის მოლაპარაკებები.
ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მეშვეობით იგეგმება კავშირის დამყარება უკრაინელ და პოლონელ კოლეგებთან. ამ მიზნით დაგეგმილია ინსტიტუტის წარმომადგენლების დასწრება 2010 წლის აგვისტოში ოდესაში დაგეგმილ კონფერენციაზე. ასევე არ არის გამორიცხული შემდეგი კონფერენციის ჩატარება ქალაქ ბათუმში. მიღებულია ბათუმელი კოლეგების თხოვნა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებაში დახმარების შესახებ. საკითხი განხილვის პროცესშია.


საკონტაქტო ინფორმაცია 
გიორგი ცერცვაძე - gtsertsvadze@yahoo.com