Elsa Georgia


  ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) არის მსოფლიოში უდიდესი, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და არასამეწარმეო იურისტ სტუდენტთა გაერთიანება და წარმოდგენილია ევროპის 41 სახელმწიფოს 300-მდე უნივერსიტეტში. ელსა აერთიანებს 35 000 სტუდენტს ევროპის მასშტაბით. ორგანიზაციას ურთიერთთანამშორმლობის ფარგლებში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუციებში, როგორიცაა: ევროპის საბჭო, UNESCO, ECOSOC, UNCITRAL, , გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი.

  ასოციაციის მიზანია, სამართლებრივი მიმართულებით განავითაროს ახალგაზრდული ურთიერთობები და საერთაშორისო ხასიათი შესძინოს მას, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნას პროფესიონალი იურისტის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ჯანსაღი გარემო და უზრუნველყოს ევროპელ კოლეგებთან სამართლებრივი, საგანმანათლებლო, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ურთიერთგაცვლა.

  დასახული ამოცანების მისაღწევად ასოციაციის ძირითადი პროფილია: 1) სამართლებრივი განათლება; 2) გაცვლითი პროგრამები; 3) სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

„ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ ვებ-გვერდის მისამართია: www.elsa.ge