2014-12-18

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება!

2014 წლის 24 დეკემბერს, 12:00 საათზე, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია (პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზი)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება.

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ისტორიის, კონსტიტუციური, ადმინისტრაციული, საერთაშორისო, კერძო და სისხლის სამართლის მიმართულებისბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.

დაჯილდოებას დაესწრებიან კონფერენციის მონაწილე სტუდენტები, მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

Print

« იხ. ყველა სიახლე