2013-07-03

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა

2013 წლის 6 ივლისს, შაბათს, 13 საათზე, თსუ–ის II კორპუსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N3, აუდიტორია N135 (მცირე საკონფერენციო დარბაზი)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ტარდება: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ “ საქართველოს კონსტიტუციური კანონის სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვ ედრა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან.
საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლება ექნება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ორმაგი მოქალაქეობა; მეორე ცვლილების პროექტი პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლის ამჟამად მოქმედი წესის შენარჩუნებას და ბიუჯეტის კანონის მიღებასთან დაკავშირებულ ახლებურ რეგულაციებს ითვალისწინებს; ხოლო მესამე ცვლილების პროექტის თანახმად, შენარჩუნდება კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ამჟამად მოქმედი კვორუმი – 2/3, ნაცვლად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელი ხმათა ¾–ისა. 
შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვაში. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
Print

« იხ. ყველა სიახლე