2020-02-28

სტუდენტთა საყურადღებოდ!


ძვირფასო სტუდენტებო!

როგორც გეცნობათ, მეორე აკადემიურ კორპუსში სარემონტო სამუშაოების გამო გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის ძირითადად წარიმართება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მე-10, მე-11 და მე -12 სართულებზე.
ამ მიზნებისათვის უნივერსიტეტი არემონტებს აღნიშნულ სივრცეს. ამ სარემონტო სამუშაოების მიზეზით სასწავლო პროცესის ვადები, ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, დაკორექტირდა და საწავლო პროცესი  2 მარტის ნაცვლად დაიწყება 16 მარტს. შესაბამისად, ბაკალავრიატის სასწავლო მეცადინეობების ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 28 თებერვლის 17 საათზე, ხოლო აკადემიური რეგისტრაციის პროცესი სასწავლო დისციპლინებზე დაიწყება 2 მარტის 17 საათზე. 
სასემინარო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 9 მარტის 17 საათზე. სემინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 12 მარტის 17 საათიდან. სასწავლო პროცესი კი, როგორც აღინიშნა, დაიწყება 16 მარტიდან.

მაგისტრატურის სასწავლო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 25 თებერვლის 18 საათზე, ხოლო დისციპლინებზე რეგისტრაცია დაიწყება 28 თებერვლის 18 საათზე. სასწავლო მეცადინეობები მაგისტრატურის საფეხურზე, დაიწყება 2 მარტიდან პირველ აკადემიურ კორპუსში.

Print

« იხ. ყველა სიახლე