2015-01-26

ვაკანსია სტაჟიორ-იურისტის თანამდებობაზე იურიდიულ დეპარტამენტში!

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია "GEA"   აცხადებს ვაკანსიას  სტაჟიორ- იურისტის  თანამდებობაზე იურიდიულ დეპარტამენტში .

ძირითადი მოვალეობები:

**
ასოციაციის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
**
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მოძიება და მათი ანალიზი;
** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების შედგენა და მათ განხილვაში მონაწილეობის მიღება;
**
სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება და მათი ანალიზი;
** კო
მპანიებისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს სამართლის კუთხით;
** შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების შედგენა და კონსულტაციები
;
** ბრძანებების, ინსტრუქციების, დებულებების პროექტების მომზადება;
** სხვადასხვა სახის წერილებისა და განცხადებების მომზადება.
** კომპანიის პარტნიორებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
**
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

**
უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის მე-3, ან მე-4 კურსის სტუდენტი;
** კერძო სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, შრომის და
საერთაშორისო სამართლის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office:Outlook; Word, Excel; PowerPoint; Internet).
** ინგლისური ენ
ის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დავალებებზე სწრაფი რეაგირების და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** დეტალებზე კონცენტრირება;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  
o.khutsishvili@employer.ge   2015 წლის 31 იანვრის   ჩათვლით (კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად, CV -ების გადარჩევა და გასაუბრება. დავუკავშირდებით მხოლოდ პირველ ეტაპზე გასულ კანდიდატებს).

Print

« იხ. ყველა სიახლე