2016-12-08

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით X ფორუმი

2016 წლის  1  დეკემბერს, თსუ პირველი კორპუსი, აუდ.  06, 15:30  საათზე გაიმართა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-10 ფორუმი
 
თემაზე:

 
საჯარო სამსახურის ეთიკა: გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები
 
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების და უწყებების მოხელეებმა, რომლებსაც თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში უშუალო შეხება აქვთ მოცემულ საკითხებთან.
ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღო გერმანელმა ექსპერტმა პროფესორი  ჰანს იოაჰიმ რიეგერი, გერმანიის მოხელეთა კავშირის აკადემიის დირექტორი.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსის პროექტი, რომელიც მომზადდა საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით. მოხსენება წარმოადგინა გვანცა ბესელიამ (საჯარო სამსახურის ბიურო, კოდექსის თანაავტორი). ამასთან დაკავშირებით შედგა დისკუსია, დაისვა საკმაოდ მწვავე კითხვებიც.

მოხსენებით გამოვიდა პროფ. გიორგი ხუბუა (ადმინისტრაციულ მენციერებათა ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი), რომელმაც ისაუბრა მოხელის ინდივიდუალურ პასუხისმგბელობის საკითხზე უკანონო ბრძანების შესრულებისას;

პროფ.  ჰანს იოაჰიმ რიეგერმა წარმოადგინა პრეზენტაცია საჯარო სამსახურის ეთიკის შესახებ;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს ფორუმებს საჯარო დისკუსიის სახით სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე.
ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტის გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები.






Print

« იხ. ყველა სიახლე