2014-11-14

„საზოგადოება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“

  ა/წ 10 დეკემბერს, 14:00 საათზე, I აკადემიური კორპუსის პეტრე მელიქიშვილის სახელობის #115-ე აუდიტორიაში გიწვევთ უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეს, სტუდენტებს, ფართო საზოგადოებას იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციზე: „ საზოგადოება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და   სოციალური მუშაობის მიმართულების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის სამსახურის სახელმწიფო ფონდის მხარდაჭერით.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Print

« იხ. ყველა სიახლე