2018-09-19

კლინიკები მაგისტრანტებისთვის

იწყება 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის კლინიკის გავლის 
მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება - წინასწარი რეგისტრაცია.


შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები:

II მოდულის კლინიკები:

პრაქტიკული სამართლის კლინიკა (15 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);

იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (15 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);

სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის კლინიკა (15 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის).



III მოდულის კლინიკები :     

  §  მე-3 მოდულის კლინიკის არჩევა შეუძლია თ მხოლოდ მე-3 სემესტრელ მაგისტრანტებს

საქალაქო სასამართლოს კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის)
სასამართლო მედიაციის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 15 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის კლინიკის სტაჟირება (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 15 კრედიტიანი სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის კლინიკა);
იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს 15 კრედიტიანი პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
დანაშაულის პრევენციის ცენტრის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების  სტუდენტებისთვის);
იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო  კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა);
„მარგველაშვილი, რეალ ქონსალტინგის“ საადვოკატო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადების კლინიკა სააპელაციო  სასამართლოში (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა  მიმართულების სტუდენტებისთვის);
სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
სასჯელაღსრულების კლინიკა (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბაზაზე, 10 კრედიტი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
ადამიანის უფლებათა კლინიკა სახალხო დამცველის აპარატში (10 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
იურიდიული ფაკულტეტის სამართლებრივი მომსახურების კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
„ნათია წკეპლაძისა და ალექსანდრე იოსელიანის საადვოკატო ბიუროს“ კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების კლინიკა  (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
საკანონმდებლო კლინიკა (10 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
კანონშემოქმედების საპარლამენტო კლინიკა (პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ბაზაზე, 10 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
პარლამენტის საკანონმდებლო კლინიკა (პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ბაზაზე 10 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);




დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ 
ელექტრონულ მისამართზე  ana.kharaishvili@tsu.ge

იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადთან ერთად უნდა გამოგზავნონ CV.

კლინიკებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21 სექტემბერი 14:00 საათი. 
კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება გასაუბრების გზით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს 577 47 55 15


Print

« იხ. ყველა სიახლე