პრაქტიკული სამართლის კლინიკა იწყებს მაგისტრანტთა განაცხადების მიღებას შემოდგომის სემესტრისთვის
პრაქტიკული სამართლის კლინიკა იწყებს მაგისტრანტთა განაცხადების მიღებას შემოდგომის სემესტრისთვის
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურასთან არსებული პრაქტიკული სამართლის კლინიკა (Street Law Clinic) შემოდგომის სემესტრიდან იწყებს პრაქტიკული სამართლის პროგრამის განხორციელებას. პროგრამა გათვალისწინებული იქნება მხოლოდ მაგისტრანტებისთვის და მისი გავლის შედეგად სტუდენტები მიიღებენ 20 კრედიტს.
პრაქტიკული სამართლის კლინიკაში საქმიანობა გულისხმობს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტების მიერ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის ძირითადი სამართლებრივი საკითხების სწავლებას, როგორიცაა: სამართალი და სამართლებრივი სისტემები; კონსტიტუცია და დემოკრატია; ადამიანის უფლებები; სისხლის სამართალი და არასრულწლოვანთა უფლებები; სამოქალაქო სამართლის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში; მოლაპარაკების წარმართვა.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმები და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ana.kharaishvili@tsu.ge განაცხადები მიიღება 3 ოქტომბრის ჩათვლით. მაგისტრანტების შერჩევა მოხდება ბაკალავრიატის ნიშნების ფურცლისა და გასაუბრების საფუძველზე. კლინიკაში მისაღები სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ იურიდიული ფაკულტეტის კლინიკების დირექტორს ანა ხარაიშვილს (+995 77) 47 55 15
« იხ. ყველა სიახლე