ეროვნული კონკურსი მედიაციაში სტუდენტებისათვის

2012-07-16

ეროვნული კონკურსი მედიაციაში სტუდენტებისათვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური

ცენტრი აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას მედიაციის ეროვნულ კონკურსში

მონაწილეობის მისაღებად.

ეროვნული კონკურსი ტარდება სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლისა და აღმოსავლეთ-

დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია მედიაციის

ინსტიტუტის შესახებ სტუდენტების ინფორმირება, ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო

ცვლილებების განხორციელებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა და დავის ალტერნატიული

გადაწყვეტის საშუალებების პოპულარიზაცია.

კონკურსი გაიმართება 8-9 სექტემბერს სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის

პროფესორების ხელმძღვანელობით. კონკურსში მონაწილე გუნდების მომზადების მიზნით

5-7 სექტემბერს ჩატარდება საზაფხულო სკოლა მედიაციაში, რომლის ფარგლებშიც

სტუდენტები დაეუფლებიან მედიაციის პროცესის წარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

საქართველოს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია

ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოადგინოს ერთი გუნდი

2 ან 4 სტუდენტისა და მწვრთნელის/მწვრთნელების შემადგენლობით.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის

კონკურსის პროგრამის, წესებისა და ფორმატის გაცნობის მიზნით მიმდინარე წლის 22

ივლისს, 12:00-15:00 საათზე თსუ-ის პირველ კორპუსში (ოთახი #04) გაიმართება

მრგვალი მაგიდა თემაზე - მწვრთნელის მიერ გუნდის მომზადების ტექნიკა.

ეროვნულ კონკურსზე რეგისტრაციისთვის გამოგვიგზავნეთ განაცხადი შემდეგ მისამართზე:

apply.ncadr@tsu.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 28 24 36 არაუგვიანეს 31 ივლისისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის მეშვეობით: apply.ncadr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე