პირველკურსელთა საყურადღებოდ - რეგისტრაცია
პირველკურსელთა საყურადღებოდ - რეგისტრაცია
იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე
წლის 8 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე თსუ II კორპუსში,
კომპიუტერულ რესურს–ცენტრში (I სართ., მარცხენა სექტორი).
პირადი საქმის გახსნისათვის ახალჩარიცხულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
(საფუძველი: რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 21 აგვისტოს (ბრძანება №108/01–01)
« იხ. ყველა სიახლე