კოპერნიკუსის სტიპენდია

2010-03-01

კოპერნიკუსის სტიპენდია

დარეგისტრირებული კავშირი „კოპერნიკუსი“ არის სტუდენტური გაერთიანება, რომელიც ყოველ სემესტრში გასცემს თორმეტამდე სტიპენდიას სტუდენტებისათვის, რომლებიც არიან აღმოსავლეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან.

სტიპენდია მოიცავს ერთ სემესტრს ჰამბურგის, მიუნხენის ან ბერლინის უნივერსიტეტში, რომელსაც თან ერთვის ორთვიანი პრაქტიკა ერთ–ერთ გერმანულ საწარმოში ან გერმანულ ორგანიზაციაში.

დაფინანსება მოიცავს საცხოვრებელის უზრუნველყოფას, ყოველთვიურ სტიპენდიას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და მგზავრობას.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა ზამთრის სემსეტრისთვის 2010 წლის 1– ლი მარტი, ხოლო 2011 წლის ზაფხულის სემსეტრისთვის – 2010 წლის 1– ლი სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.copernicus.de

Print

« იხ. ყველა სიახლე