2015-10-15

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვა


  2015 წლის 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (პირველი სართული) გაიმართება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" 2015 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვა.

განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

Print

« იხ. ყველა სიახლე