2014-03-03

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ


სასემინარო  მუშაობის  განრიგი  ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 4 მარტს 10 საათზე.

 

ფაკულტეტი მუშაობს მობილობით ჩარიცხულ  სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის საკითხებზე და ბაზების გახსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ  მათი საგნებზე რეგისტრაციის შემდეგ.  ამ მიზეზით სემინარებზე რეგისტრაცია განხორციელდება  6 მარტს 17  საათიდან. ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. 5 მარტიდან ბაზები გაითიშება სასემინარო ჯგუფების დასარედაქტირებლად.

 

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის გზით). იმ დისციპლინებში, სადაც  რამდენიმე ჯგუფში შეთავაზებულია სემინარის ერთი ხელმძღვანელი, სტუდენტს, სავალდებულო საგანთან/საგნის სემინართან დამთხვევის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს მას და გადავიდეს იგივე სემინარის ხელმძღვანელის სხვა სასემინარო ჯგუფში (სემინარზე რეგისტრაციის დროის შეცვლის გარეშე).

 

ცხრილი ისეა შედგენილი, რომ სტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს  სავალდებულო საგნების ლექციები არ ემთხვევათ იმავე სემესტრის  სხვა სავალდებულო საგნებთან ან სემინარებთან (იშვიათი გამონაკლისების გარდა, სადაც პრობლემის მოგვარება შესაძლებელია სალექციო ან სასემინარო ნაკადის შეცვლით). არასტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართული ან აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის დამთხვევების რისკი მეტია, მაგრამ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ, მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულია 122 (სავალდებულო/არჩევითი) დისციპლინა და დამთხვევების გამორიცხვა ობიექტურადაც შეუძებელია. არჩევითი საგნის სავალდებულო დისციპლინასთან დამთხვევის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ სხვა არჩევით საგანზე.

სტუდენტისათვის დამთხვევების გამოუსწორებლობის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ sms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიით შემოსული განცხადებით, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები. sms.tsu.ge-დან გამოგზავნილი კორსპოდენცია და  განცხადებები განიხილება  7-9  მარტის  შუალედში. გთხოვთ გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი ტელეფონის ნომრის სისწორე, რადგან საჭიროების შემთხვევაში იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლები დაგიკავშირდებიან პრობლემის მოსაგვარებლად.

სავალდებულო საგნებში სამოქალაქო სამართლის პროცესი (პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი) და ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი (პროფესორი თამარ ჩიტოშვილი) 5 მარტის ლექციები (17:18 საათი) არ ჩატარდება და პროფესორები აღდგენით ლექციებს ჩაატარებენ სტუდენტებთან შეთანხმებით.

 

სისხლის სამართლის პროცესზე დარეგისტრირებულ სტუდენტთა საყურადღებოდ !  ბაზის ტექნიკური ხარვეზის გამო  აღნიშნულ საგანზე უქმდება განხორციელებული რეგისტრაცია და სემინარების გააქტიურებასთან ერთად ხელმეორედ უნდა დარეგისტრირდეთ აღნიშნულ დისციპლინაზე. სტუდენტებს შეეძლებათ ერთდროულად აირჩიონ საგნის წამყვანი პროფესორი და სემინარის ხელმძღვანელი. იურიდიული ფაკულტეტი ბოდიშს გიხდით ამ უხერხულობისათვის.

 

ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ დისციპლინაში სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი 4 მარტს 15 საათზე კიდევ დაემატება ადგილები და შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განხორციელება.

 

მობილობის წესით იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

იურიდიული ფაკულტეტის მიერ გამოგეგზავნათ sms შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ 4 მარტს ფაკულტეტის თანამშრომლები დაგეხმარებიან საგნების არჩევაში. გთხოვთ მობრძანდეთ ფაკულტეტზე (ოთახი 135) sms შეტყობინებაში მითითებულ დროს. სასემინარო ჯგუფებში რეგისტრაციას შეძლებთ  სხვა სტუდენტებთან ერთად 6 მარტს 17 საათიდან.

 

გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!

Print

« იხ. ყველა სიახლე