2014-09-18

იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“-ს სტიპენდია

იურიდიული ფირმა მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური აცხადებს მეორე კონკურსს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად.   კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-5 და შემდგომი სემესტრების სტუდენტებს, გარდა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ელექტრონულად შევსებული CV თანდართული სამოტივაციო წერილით, ნიშნების ფურცლის ამონაწერი და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: law@tsu.ge

თემის ველში უნდა მიუთითოთ: MKD- ს სტიპენდია 2014

აკადემიური მოსწრებისა და სხვა სამეცნიერო აქტივობების (კონფერენციები, პროექტები, სტატიები) შეფასების შედეგად აირჩევა ერთ სტუდენტი, რომელსაც ერთი სასწავლო წლის ვადით დაენიშნება ფირმის სახელობითი სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ: თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს, ოთახი 213, საკონტაქტო პირი: გიორგი ჩაკვეტაძე ტელ.: 577161907

გისურვებთ წარმატებას!
Print

« იხ. ყველა სიახლე